ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის 2023 წელს ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. 

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბიუჯეტის ზრდა  ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია მთავარი ბერკეტია, რამაც ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლის განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას და ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პლატფორმებს, რომ  საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. მნიშვნელოვანია  აღინიშნოს, რომ თითოეული საერთაშორისო გამოფენა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის არის შესაძლებლობა, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტის განხორციელების დასაწყებად. 

ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ქართველი მეწარმეების და ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უმნიშვნელოვანესია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რაც გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...