მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 80%.

რაც შეეხება წვეთოვან სარწყავ სისტემას,  პროგრამის პირობების შესაბამისად, ნახევარ ჰექტარზე თანადაფინანსება  შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარს.  სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 60%-ით, არაუმეტეს 1,500 ლარით.

პროგრამაში მონაწილეობა ერთ პირს რამდენჯერმე შეუძლია, მაგრამ მიღებული დაფინანსება, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს, ლურჯი მოცვის შემთხვევაში - 750,000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღის გაშენება მინიმუმ 0.5 ჰექტარზე და მაქსიმუმ 50 ჰექტარზე.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ ან/და  იურიდიული პირს (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.

პროგრამაში განაცხადების მიღება 2025 წლის 10 ნოემბერს დაიწყო, 2026 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მიღებულია 206 განაცხადი, მათ შორის თანადაფინანსების ხელშეკრულება გაუფორმდა 128 ბენეფიციარს

პროგრამაში განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ  ვებგვერდზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...