მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისათვის ტრენინგი ფუტკრის მავნებლებთან ბრძოლა ჩატარდა. სწავლება პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ტრენერებმა ჩაატარეს.

მეფუტკრეებისთვის დაავადება ვარვატოზთან ბრძოლა რთული გამოწვევაა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ტრენინგების ფარგლებში, მეფუტკრეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და გაეცნობიან უახლეს მეთოდოლოგიას, თუ როგორ ებრძოლონ ამ დაავადებას, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს ფუტკრის მავნებლების იდენტიფიცირების, მათთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების გაცნობას.

სპეციალურად ტრენინგისათვის თეორიული მასალა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის რეკომენდაციებით მოამზადა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა.

განახლებული ექსტენციის ფარგლებში, ფერმერთა ტრენინგი ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...