სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება.

განაცხადების მიღება გაგრძელდება:

  • რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე
  • სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:

  1. რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
  2. მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე; 
  3. ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის - ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  მაცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წელი, ხოლო ქალებს - 18-40 წლის ჩათვლით

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...
სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი...