საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე მასპინძლობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გურიიდან, ქალაქ ოზურგეთიდან   ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სოფლის განვითარების სააგენტო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დაგეგმილი გვაქვს მრავალი აქტივობა - გამოფენილია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, მოწყობილია არაერთი გასართობი სივრცე, მათ შორის, ბავშვებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ყველამ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი. ეს დღე გვაერთიანებს და სიამაყით გვავსებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ

ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ  ადგილობრივი მეწარმეების მიერ  წარმოებულ პროდუქციას, მოწყობილია ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ტარდება კულინარიული მასტერკლასები.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე შეიქმნა, იმართება  საბავშვო სპექტაკლი, მოწყობილია საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით იმართება კონცერტები.  გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.

17:10 სთ-ზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. 

ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის განვითარების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  ტარდება. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025  ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...
საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო  წარმოდგენილი

საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...