საერთაშორისო გამოფენა - Green Week 2026

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 16 ოქტომბრის 12:00 საათზე და გაგრძელდება 2025 წლის 30 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით




2026 წლის 16 - 25 იანვარს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გაიმართება „Green Week“ საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,500-მდე კომპანია 50 ქვეყნიდან. გამოფენას ყოველწლიურად 310,000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. Green Week წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში. მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 10 დღის განმავლობაში.

გამოფენის ფარგლებში, ასევე ტარდება გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი (GFFA), რომელიც ორგანიზებულია გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ. GFFA არის წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ძირითად საკითხებზე. 

2026 წელს გამოფენა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამოფენას საფუძველი 1926 წელს ბერლინში ჩაეყარა. 1990-იან წლებში, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, საგრძნობლად გაფართოვდა და ახალი განვითარების ეტაპზე გადავიდა. 2000-იანი წლებიდან კი გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ  პროდუქციას.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...
სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი...