საპილოტე პროგრამაში ქალებისთვის განაცხადების მიღება იწყება

საპილოტე პროგრამაში ქალებისთვის განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დაიწყება.

პროგრამა ხორციელდება ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში და თანადაფინანსება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 90%-ს, მაგრამ არა უმეტეს 25,000 ლარს შეადგენს.

დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობა.

პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის უნდა გააჩნდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად ან/და თანასაკუთრებად რეგისტრირებული ჯამურად არა უმეტეს 5,000 კვ.მ მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ან/და ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ განახორციელებს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაციას ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტებას, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...