საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2023, ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წარუდგინეს

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ბაქოშო, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2023, 10-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს.

CASPIAN AGRO 2023 17 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, გამოფენაში მონაწილეობა 25-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული კაკალი, მოცვი, სხვადასხვა სახის სუნელები, თაფლი, ჩირი, სუბლიმირებული ხილი, ორგანული წვენები და სხვა.

საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...