JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით რეკომენდაციები შემუშავდება. კოოპერატივების საჭიროებებს იაპონელი ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება რეკომენდაციები. ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო ტურების ორგანიზება იაპონიაში.
დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1044 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც 10 739 მეპაიეს აერთიანებს.
სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც გულისხმობს მცირე ფერმერთა გაერთიანებით, მათი ძალებისა და რესურსების კონსოლიდაციით ბიზნესზე ორენტირებული სუბიექტების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში...
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი,...