აჭარის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე აჭარის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.ლევან მაღრაძემ მანდარინის დაზღვეული ბაღები დაათვალიერა და ფერმერებთან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის დეტალები განიხილა. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფერმერებს პროგრამის მენეჯერმა სრული ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ. ლევან მაღრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფერმერი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი უნდა გახდეს, ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად გაეცნოს იმ პირობებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობის პროცესში გარკვეული სახის პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ოპერატიულად ჩაერთვება.აჭარის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით ჯამში 3094 პოლისია გაცემული. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ შეადგინა 338,798 ლარი; დაზღვეულია 977 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ ჯამში 6,310,000 ლარი შეადგინა.საქართველოს მასშტაბით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 27,239 პოლისი გაიცა. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 13,550,190 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 23,138 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულება ჯამში 189,184,698 ლარია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...