აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა

აგროდაზღვევის პროექტში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50% იქნება.პროექტი მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. გასული წლისგან განსხვავებით წელს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადით განისაზღვრა. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა. 2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 47,485 პოლისი დაზღვეული ფართობი შეადგენს 39,138 ჰა ჯამში დაიზღვა 326,842,630 ლარის მოსავალი ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ. ლარამდე შეადგინა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...