თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა

ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში  დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო  სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდზე  წარმოდგენილი იყო  ქართული თაფლის მწარმოებელი 8 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ქართული თაფლი, მათ შორის ჯარას თაფლი. 

გამოფენაში-კონგრესში ქართული მხარის მონაწილეობის ორგანიზება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. სტამბულში საქართველოს საკონსულოს ჩართულობით განხორციელდა.

მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. 

 APIMONDIA 2022 24 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს. 

 

 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...