სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ბიოწარმოებით დაინტერესებულ მევენახეებს შეხვდა

შეხვედრაზე ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს  მევენახეებს, რომელთა მეურნეობებში არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე   გადასვლის პროცესი მიმდინარეობს. 

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მზარდია ბიოპროდუქტების მიმართ  მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს პროგრამას ვახორციელებთ. პროგრამა განსაკუთრებულ პირობებს ითვალისწინებს მევენახეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით.  მიზნობრივი პროგრამა გავაცანით როგორც დამწყებ, ასევე  სერტიფიცირების პროცესში მყოფ მევენახეებს, რათა მათ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და მიიღონ  ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო სთავაზობს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.  

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით,  მევენახეებისთვის სოფლის განვითარების სააგენტოს ანაზღაურება, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 5100 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარს თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 2900 ლარით.  პროგრამის ფარგლებში, გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით. 

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე  გადასვლის, კერძოდ,  ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე   თაფლისა და ცვილის  წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის  ანაზღაურებას. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში  ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის  ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თხილის...
 პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის  24 მარტის 12:00 საათიდან  31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 მარტის 12:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების  დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...