ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ხელვაჩაურში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, შპს ლიფლუქსმა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გააფართოვა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 13,000 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 5,200 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 7,800 აშშ დოლარი შეადგინა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად დაფნის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

საწარმო წელიწადში 100-120 ტონა ნედლ დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს. შპს ლიფლუქსში დასაქმებულია 22 ადამიანი და ყოველწლიურად 60 ადგილობრივი ფერმერი აბარებს მოსავალს.

პროექტი განხორციელდა აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში , სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის (AMMAR) მხარდაჭერით.

პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 60% -ია. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 418 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 8,461,806 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...