კონკურსის „აგრისთორი“ გამარჯვებული ოზურგეთში მოქმედი კოლეჯი „ჰორიზონტი“ გახდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი  სტუდენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის  ,,აგრისთორი’’ დაჯილდოებას დაესწრო. 

კონკურსი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების წახალისებისა   და აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებით  მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.  კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მოკლემეტრაჟიანმა  ფილმმა მიიღო, მათი თემატიკა ეხებოდა ხილისა და ბოსტნეული გადამუშავების, ლურჯი მოცვის, მწვანილის, სანერგე მეურნეობის, სუფრის ყურძნისა და კაკლოვანი კულტურების წარმოებას.  

კონკურსის გამარჯვებული გახდა გურიის რეგიონში მოქმედი  კოლეჯის „ჰორიზონტი“ სტუდენტების მიერ მომზადებული   ფილმი „კენკროვანი კულტურები“. 

,,სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის ბოლო 10 წელია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; დარგი საკმაოდ განვითარდა, ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება. მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას’’, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. 

USAID მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანის განცხადებით,  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რაც გამორიცხულია სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე.  სოფლის მეურნეობის მიმართულებით მზარდი წარმატება დაეხმარება საქართველოს  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. ინფორმაციის მიწოდების პროცესში  კი, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ჩართულობა. მათ შეაქვთ განსაკუთრებული წვლილი, ისინი საუბრობენ და მოსახლეობას გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსავლის რაოდენობის,  ხარისხისა და ექსპორტის შესახებ. 

სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსი „აგრისთორი“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად განახორციელა. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...