აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ  ვასილ ბაბუნაშვილი მოაწერეს. 

მემორანდუმი ითვალისწინებს, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბენეფიციარების,  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების, დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას.  

მხარეები თანხმდებიან რომ სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის,  წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, 20%-ს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო ,10%-ს ბენეფიციარი.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო  10%-ს, ბენეფიციარი 10%-ს.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართოს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...