სამეგრელოს რეგიონში პროგრამის „ქართული ჩაი“ მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მეჩაიეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის ქართული ჩაი მიმდინარე ეტაპი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაზე და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ფერმერებს გააცნეს ყველა ის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ჩაის პროდუქციას ბაზარზე ნიშური ადგილი დაიკავოს.

დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ქართული ჩაი ჩართული 37 ბენეფიციარის 49 პროექტია დამტკიცებული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების საერთო ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს. პროგრამის ჯამური ინვესტიცია 2 553 517 ლარია, საიდანაც 1 776 613 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

პროგრამა ქართული ჩაი ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ხორციელდება. ერთიან აგროპროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში...
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი,...