სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანდაფინანსების პროგრამის მონაწილე ყველა ბენეფიციარს რომელმაც შემოიტანა განაცხადი და პირველ ეტაპზე ვერ დაუკმაყოფილდა, პროგრამის მეორე ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი პირველი ეტაპი დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარის შეადგენს.

პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამა საპილოტეა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილს დასრულდა.

პროგრამის პირველი ეტაპის მონაცემებით: 104 ბენეფიციარმა მიიღო სახელმწიფოსგან თანადაფინანსება, გრანტის ოდენობამ კი 6,854,214.19 ლარი შეადგინა. 178 ბენეფიციარის განაცხადი არასრული დოკუმენტაციის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო უარყოფილია, ხოლო 399 ბენეფიციარი არის მომლოდინე რიგში, რომლებმაც პროგრამის პირველ ეტაპზე ვერ მიიღეს დახმარება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებისას პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ ბენეფიციარების განაცხადები რომლებიც დარეგისტრირდნენ პირველ ეტაპზე, პროგრამით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილეს და ვერ მიიღეს პროგრამაში მონაწილეობა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში...
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი,...