სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის მშენებლობაზე 2 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი - ფერმერის ინვესტიცია. ახალ ფერმაში ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება; ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

მესაქონლეობის ახალი ფერმა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, აგრარულ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში ეხმარება, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, სოფელ დამია გეურარხში აშენებული ახალი ფერმა კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შესაძლებლობებს იძლევა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროექტები.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში, 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 47 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობას აძლევს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის დაწყების და განვითარებისკენ მიმართონ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...