სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მოქმედი შპს ედელინგის თხილის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა - თხილის გადამუშავების პროცესს მოხალვის ხაზი დაემატა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეღავათიანი აგროლიზინგის თანხამ 1 მლნ ლარი შეადგინა. საწარმოში 30-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა. საწარმო წლიურად 1000-1500 ტონა თხილს გადაამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ექსპორტზე გადის და მისი რეალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ

შეღავათიანი აგროლიზინგი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის კომპონენტია, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღორებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს. შეღავათიანი აგროლიზინგის ფარგლებში გაცემულია 38 მლნ ლარზე მეტი; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 5 მლნ ლარი შეადგინა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...