სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ახალ მეურნეობაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე იმყოფებოდნენ.

სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითრების მხარდაჭერას გულისხმობს. ამ მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. სასათბურე მეურნეობა, რომელიც აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მაგალითია, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც მისასალმებელი ფაქტია.

სასათბურე მეურნეობა 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. მეურნეობაში, წლიურად, 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით მაგემე ხორციელდება.

სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 350,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 50,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 150,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფო გრანტები და შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შექმნილია 40-ზე მეტი ახალი საწარმო.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში...
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი,...