სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს, აგროდაზღვევის არსებული პროგრამის გადახედვას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რჩევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას არსებული კანონმდებლობის გადახედვის/ახლის შემუშავების მიზნით, ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, ასევე ცოდნის გაზიარებას, ინდექსზე დაფუძნებული აგროდაზღვევის განვითარების პერსპექტივის შესახებ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც მემორანდუმით განსაზღვრული დაზღვევის კომპონენტის ძირითადი მხარე, უზრუნველყოფს აგროდაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობას, საუკეთესო გამოცდილებისა და დაზღვევის სფეროში დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ასევე, იზიარებენ სადაზღვევო სექტორის განვითარებაში მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას, აგროდაზღვევის სფეროს განვითარების სარგებლიანობას და პრიორიტეტულობას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში...
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი,...