გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 10 წლისაა

ცხელი ხაზი დაინტერესებულ პირებს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში   უწევს პირველად კონსულტაციას  და,  სატელეფონო და ონლაინ მომსახურების საშუალებით, ინფორმაციას აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების  საქმიანობის, სერვისების და პროგრამების შესახებ.

პირველი ზარის მიღებიდან, 2013 წლის თებერვლიდან დღემდე, როგორც სატელეფონო, ასევე ონლაინ სერვისის საშუალებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე 800,000-ზე მეტი მომართვა განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის გამართულად მუშაობისათვის, შექმნილია ერთიანი პლატფორმა, რომლის  მეშვეობით ოპერატორები მარტივად და სწრაფად ახდენენ ინფორმაციის მოძიებასა და გაცემას. სპეციალური პროგრამის საფუძველზე  ხორციელდება მიმდინარე პროცესების სისტემური შეფასება  და, გაუმჯობესების მიზნით, სტანდარტების შემუშავება/შესრულება.  მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის მართვის კონტროლის სისტემების გაძლიერება. 

თანამშრომელთა გადამზადება ხდება სპეციალური ტრენინგების საშულებით. მათ შორის აღსანიშნავია  აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ორგანიზებით ჩატარებული  დარგობრივი ტრენინგები სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ძირითადი პრინციპების შესახებ.  

ცხელი ხაზის სამსახურში დანერგილია სტაჟირების სისტემა, რომელიც წარმატებული სტაჟიორებისათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა.    

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...