ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს გემუანი შეიქმნა 2017 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა" და USAID/REAP-ის ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანია ყიდულობს ხილს 40-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, ყავს დასაქმებული 30 ადამიანი და წლიურად გადაამუშავებს 300 ტონა ხილს, ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. 2017 წლის დეკემბერში, კომპანია TV HELLAS (TV NORD) S.A.-მა შპს გემუანს -ს მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს გემუანი შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 17 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.