პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.
თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი მოწვეულმა ექსპერტმა, მარკ ლანსიენმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში ჩაატარა. სწავლება პროგრამის დანერგე მომავალი იმ ბენეფიციარებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლებმაც მრავალწლოვანი ბაღები 2020 და 2021 წლებში გააშენეს.
დაგეგმილია სასწავლო კურსები მსხლის, ბლის, კენკროვანი და ციტრუსოვანი კულტურების მიმართულებითაც. სწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისი აგროტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით ჩატარდება.
აღნიშნული სასწავლო კურსები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის - ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი წარმოების განვითარების ხელშეწყობაა.
ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში არის ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივა, რომელიც 2019 წელს დაიწყო 5 მილიონიანი ევროს ბიუჯეტით. პროექტის მიზანია მთავრობისა და ადგილობრივი თვითმართველობების შესაძლებლობების გაძლიერების გზით მეწარმეობის გაღრმავება და ბიზნესის განვითარება სამიზნე კლასტერების განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერით უშუალოდ სტრატეგიული ინვესტიციებითა და დიასპორის ჯგუფებთან გაუმჯობესებული კავშირებით, ასევე ბიზნესისთვის ამ სტრატეგიების ეფექტურობის დემონსტირებით.