Registration in the Program for supporting hazelnut production has started

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად,  2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების  რეგისტრაცია   თხილის კადასტრში. 

თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი დაგეგმილია შესაბამისი გრაფიკით. უახლოესი ერთი კვირის  გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების საგენტოს ვებგვერდზე,  აღნიშნული  ინფორმაცია  განახლებადია ყოველ ოთხშაბათს. 

სუბსიდიის მისაღებად,  საქართველოს მოქალაქე,  ფიზიკურ პირს   საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი ჯამურად არანაკლებ  0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა.  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით  1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.  

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკის  აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

თხილის წარმოების  ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

Other news

See all