პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

როგრამის შესახებ

პროგრამაში განაცხადების მიღება დასრულებულია

თუ ხართ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობის მოწყობით საპილოტე პროგრამა ქალებისთვის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანადაფინანსება. 


შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge. ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით.

პროგრამის მიზანი და ამოცანები

  • პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
  • პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულება

საქართველოს მთავრობის განკარგულება N1716

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიპილიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიპილიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს

საპილოტე პროგრამა ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას...
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა წარუდგინეს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა წარუდგინეს

საპილოტე პროგრამა, რომელიც ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე...