პროგრამის შესახებ
პროგრამაში განაცხადების მიღება დასრულებულია |
თუ ხართ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობის მოწყობით საპილოტე პროგრამა ქალებისთვის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანადაფინანსება.
შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge. ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით.
პროგრამის მიზანი და ამოცანები
- პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
- პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა ხორციელდება ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.