პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

დაფინანსების პირობები

პროგრამის მონაწილეებს დაუფინანსდებათ საკუთრებაში ან/და მის მიერ იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის* რეაბილიტაციის ხარჯების 70%. მაქსიმიმუმ 2500 ლარის ფარგლებში 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

  • პროგრამის მონაწილეებს საკუთრებაში არსებული ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 3 ჰა -ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა -ს;
  • მონაწილეს უნდა შეეძლოს სარეაბილიტაციო ხარჯების მინიმუმ 30%_ის დაფარვა, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით/ცნობით ბაკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ;
  • ხელშეკრულების გაფორმებისას მონაწილეს არ უნდა ქონდეს საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს აღრიცხული მოვალეთა რეესტრში.
  • ჩაის პლანტაციაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული იპოთეკა, ყადაღა, უზუფრუქტის უფლება ან ვალდებულება-სამართლებრივი შეზღუდვა; 

მონაწილე ვალდებულია

  • შეასრულოს წარმოდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმა* თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან* 36 თვის განმავლობაში;
  • თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის შემდგომ, მომდევნო 2 წლის მანძილზე ყოველწლიურად შეასრულოს საწარმოო გეგმის* არანაკლებ: 2,000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე -; 1,000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე, ბიო ჩაის მოყვანის შემთხვევაში;
  • სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში, 5 წელიწადში ერთხელ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" წარუდგინოს “ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს” დასკვნა ჩაის ყოველწლიურად მოყვანაზე.
  • ვალდებულებების შერულების გარანტად, სააგენტოს სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთოს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია. ყოველივე ეს თანადაფინანსების მიღებამდე. თუ მონაწილეს არ გამოეყოფა სარეაბილიტაციო ფართობი (ახალი საკადასტრო კოდის მინიჭება), იპოთეკით დაიტვირთება მისი სრული პლანტაციის ფართობი (გაერთიანებული ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ). 

 

*შენიშვნა - ტერმინთა განმარტება. 

წარმატების ისტორიები