დამატებითი ინფორმაცია
ჩაის პლანტაციის* რეაბილიტაციის მიზანშეწონილობისა და პროგრამაში მონაწილეობის მსურველების მიერ წარმოდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმის* რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებთან* ურთიერთშესაბამისობას ადასტურებს სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რიგითობა განისაზღვრება, სრულყოფილად წარდგენილი განაცხადის თარიღის შესაბამისად.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველის მიერ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფორმდება თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულება. პირობა შესრულებულად ითვლება ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან*.
თანადაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედამხედველობას ასრულებს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს − სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.