პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები
პროგრამის ბენეფიციარი უფლებამოსილია საკუთარი თანამონაწილეობის თანხა გადაუხადოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელს და შეისყიდოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სოფლის განვითარების სააგენტოსთან გააფორმებს თანადაფინანსების ხელშეკრულებას.
სააგენტო დაფინანსებას გასცემს მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი გადაიხდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულებას სრულად ან ნაწილობრივ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვას დაადასტურებს საგადასახადო დოკუმენტებით, სასაქონლო ზედნადებით/ანგარიშ ფაქტურით და მიღება-ჩაბარების აქტით.
პროგრამის ფარგლებში, განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
განაცხადის შესავსებად, პოტენციური ბენეფიციარი ან უფლებამოსილი პირი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე.
მართვის პანელში, აირჩევთ მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას, შეავსებთ განაცხადის ფორმის ველებს და ატვირთავთ წარმოსადგენი დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიებს.
იხილეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა.
განაცხადის სრულად შევსების შემდგომ, გადასაგზავნად უნდა დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს, განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ, მისი კორექტირება არ არის შესაძლებელი.
სიახლეები
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება
„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება გრძელდება
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"
