სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს.
ჩვენი უპირველესი მამოძრავებელი, სოფლად რეალური კეთილდღეობის შექმნაა. ჩვენი ამოცანა სოფელსა და ქალაქს შორის ძლიერი ხიდის აშენებაა. ხიდის, რომელიც წლების მანძილზე დაგროვილ ცოდნას, თანამედროვე სამყაროს სიახლეებთან გააერთიანებს.
გვჯერა რომ წარმატებისკენ გზა, თანამედროვეობასთან ფეხის აწყობასთან ერთად, ხელთარსებული რესურსების ეფექტურად და სწორად გამოყენებაზე გადის. მუდმივი განვითარება და წინსვლა ჩვენი მთავარი მოტივატორია.
ჩვენი მისიაა საჭირო რესურსების ყველაზე ეფექტურად და სწორად მიწოდებით, ფერმერთა და სოფლად მაცხოვრებელთა კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა.