როგორ შევქმნათ კოოპერატივი და მივიღოთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი
პირველი ნაბიჯი: საჭიროა საერთო იდეის გარშემო არანაკლებ 5 პირის გაერთიანება.
მეორე ნაბიჯი: შეიქმნას წესდება, კოოპერატივი ირჩევს მართვის სისტემას - მონისტურს ან დუალისტურს. მონისტური მართვის სისტემისას კოოპერატივის მართვის ორგანოებია საერთო კრება და გამგეობა, ხოლო დუალისტური მართვის სისტემისას კი საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა) (წესდების სარეკომენდაციო ფორმა)
მესამე ნაბიჯი: საჯარო რეესტრში დაფუძნდეს კოოპერატივი
იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივის მართვის სისტემა მონისტურია, საჯარო რეესტრში, კოოპერატივის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- სადამფუძნებლო საერთო კრების ოქმი;
- კოოპერატივის წესდება;
- კოოპერატივის გამგეობის სხდომის ოქმი (თავმჯდომარის არჩევის შესახებ)
- სადამფუძნებლო შეთანხმება.
იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივის მართვის სისტემა დუალისტურია, საჯარო რეესტრში, კოოპერატივის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- სადამფუძნებლო საერთო კრების ოქმი;
- კოოპერატივის წესდება;
- სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის შესახებ და ასევე კოოპერატივის გამგეობის არჩევის შესახებ);
- კოოპერატივის გამგეობის სხდომის ოქმი (თავმჯდომარის არჩევის შესახებ)
- სადამფუძნებლო შეთანხმება.
მეოთხე ნაბიჯი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად განცხადებით მიმართავს სოფლის განვითარების სააგენტოს.
განაცხადის ფორმა სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭებაზე.
განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის (კოოპერატივის) რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება.
- საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება.
- წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებულიხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობა, პაის ოდენობა და სხვა პირობები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის თანახმად, სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის სავალდებულო საპაიო (ერთი პაის ღირებულება) შენატანი უნდა იყოს მხოლოდ ფულის სახით ეროვნულ ვალუტაში. კოოპერატივებში წევრთა/მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 5.
კოოპერატივის დაფუძნებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ განთავსებული წესდების თქვენთვის სასურველი ნიმუშით (მონისტური მართვის სისტემა/დუალისტური მართვის სისტემა) და შესაბამისი წესდების მოდელისთვის განკუთვნილი თანდართული ოქმებით. კოოპერატივის დაფუძნება/ რეგისტრაცია ხდება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
კოოპერატივის დაფუძნების შემდგომ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოთ ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი განცხადების ფორმით და შემდგომი თანდართული დოკუმენტაციით (ნიმუშები იხილეთ ქვემოთ):
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის (კოოპერატივის) რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;
- წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- წესდებით დადგენილი პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი (პაი შეტანილი უნდა იყოს ინდივიდუალურად ყველა მეპაიის მიერ და დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს რომ ეს წარმოადგენს კონკრეტული პირის პაის, იმ შემთხვევაში თუ ყველა მეპაიის პაის შეტანა ხდება ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის მიერ დანიშნულებაში ცალ-ცალკე მიეთითება კონკრეტულად რომელი მეპაიის პაის შეტანა განხორციელდა);
- მეპაიისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობა, პაის ოდენობა და სხვა პირობები;
- საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება.
დარეგისტრირებისა და სტატუსის მინიჭების შემდგომ, მეპაიეთა რაოდენობის, კოოპერატივის დასახელების, იურიდიული მისამართის ცვლილებების შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ სოფლის განვითარების სააგენტოში ინფორმაცია განხორციელებული ცვლილებების შესახებ, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით.