დიახ, სავალდებულოა, ვინაიდან თქვენი პროექტის საბოლოო დამტკიცებისათვის აუცილებელია დადგენილი სტანდარტის ბიზნეს გეგმის წარმოდგენა. საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბიზნეს გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ამ პროცესს.
დაფინანსების მისაღებად საბანკო კრედიტით ან ლიზინგით სარგებლობა არ არის სავალდებულო. თქვენი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 % -ს, რომელიც შესაძლებელია თქვენი სურვილისა და შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდოს და შეაგდენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 60 %-საც კი;
სააგენტოს პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშე. რეგისტრაცია სავალდებულოა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარმოსადგენად;
პროექტის ფარგლებში მოქმედი საწარმოების გაფართოება/მოდერნიზაცია არ დაფინანსდება. გათვალისწინებულია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნის დაფინანსება, თუმცა თუ კომპანიას გააჩნია მიმდინარე კომერციული საქმიანობა, მას შეუძლია მიიღოს დაფინანსება ახალი საწარმოს შესაქმნელად;
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად.
ცალკეულ შემთხვევაში ელ. წერილი შესაძლოა მოხვდეს ე.წ. „Junk” ან “spam” ფოლდერებში. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფოლდერებშიც არ არის ელ.წერილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის საშუალებით და ვეცდებით უმოკლეს ვადაში გამოვასწოროთ ტექნიკური ხარვეზი;
პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი დარგებისა და რაიონების დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე მიზნობრივი სეგმენტი
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ რომელი ბრაუზერით ხართ შესული ვებ გვერდზე. თუ ეს Internet Explorer-ია, გადაამოწმეთ რომელი ვერსიაა. www.rda.gov.ge მორგებულია ახალ, Internet Explorer 11-ზე. თუ თქვენი ბრაუზერი მოძველებულია, განაახლეთ ვერსია (Internet Explorer11) და თავიდან სცადეთ დარეგისტრირება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Opera, Google Chrome, რომლებზეც არანაირი სახის შეზღუდვა არ ვრცელდება და რომელთა ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ ბმულებიდან: Mozilla Firefox; Opera; Google Chrome;
განაცხადის შევსების ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია
პროექტის ფარგლებში არის განსაზღვრული ის რაიონები, სადაც უნდა განხორციელდეს ახალი საწარმოების შექმნა, ასევე განსაზღვრულია ის დარგები რომლებიც დაფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით არის გათვალისწინებული საწარმოს შექმნა ისეთ რაიონში რომელიც არ არის ჩამონათვალში, მოხდება განაცხადის უარყოფა;
პროექტის შედგენის, დოკუმენტების დამატებისა და გაგზავნის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია
თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ განაცხადი ფიზიკური პირის სახელით, იმ პირობით, რომ დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი კომპანიის დაფუძნება, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ იურიდიული პირების დაფინანსება.
ერთი პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა არ არის შეზღუდული;
თქვენ მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის შედეგები აისახება ვებ გვერდის განყოფილებაში - „ჩემი განაცხადები“. ასევე გეცნობებათ რეგისტრირებისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გამოგზავნილი წერილის საშუალებით;
განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც გააჩნია უფლება წარმოადგენდეს კომპანიას კომპონენტში. ამავდროულად, წარმომდგენი შესაძლებელია არ მუშაობდეს უშუალოდ კომპანიაში;
საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტო".
პროექტის ფარგლებში ნებადართულია მხოლოდ საწარმოო დანიშნულების ავტოტრანსპორტის შესყიდვა.
არა, პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა;
თუ თქვენ ვერ უზრუნველყავით საბანკო/სალიზინგო დაფინანსების კომპონენტით საჭირო სახსრების მოძიება და ამასთან ვერ ჩაანაცვლეთ ის საკუთარი თანამონაწილეობით, ვერ მიიღებთ სააგენტოს თანადაფინანსებას;
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს თანადაფინანსების დამტკიცების შემდეგ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პროექტში ჩართულ ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტიტუტს;
არა, ვინაიდან სესხის/ლიზინგის გადახდის შემსუბუქების მიზნით, სააგენტო ახორციელებს საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივ თანადაფინანსებას. კერძოდ: თქვენს სესხზე გადასახდელი სარგებელიდან წლიურ 11 %-ს გადაიხდის სააგენტო, რისთვისაც აუცილებელია სააგენტოს გააჩნდეს ბანკთან/სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს, შესაბამისად, ამგვარი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, სააგენტო ვერ განახორციელებს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას;
ექსპერტიზას განახორციელებს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ-ერთი, თქვენი შერჩევით. ექსპერტიზის ხარჯებს სააგენტო არ აანაზღაურებს;
პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნას. არ დაფინანსდება კერძო საკუთრებაში არსებული გაჩერებული საწარმოს მოდერნიზაცია;
შეგიძლიათ. „სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი არ ზღუდავს შეღავათიანი აგრო-კრედიტით სარგებლობას.
დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა, არანაკლებ 200 ტ ტევადობით.
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ყველა სახის საწარმო. გარდა:
ა) მარცვლეულის შემნახველი საწარმო;
ბ) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველი საწარმო;
გ) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველი საწარმო;
დ) თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველი საწარმო.
მიმდინარე პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს(გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.
www.rda.gov.ge-დან უნდა ჩამოტვირთოთ ტექნიკური დახმარების განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი წარადგინოთ სოფლის განვითარების სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში/რეგიონალურ სამსახურში.
განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თანმდევი დოკუმენტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში/რეგიონალურ სამსახურში. თანმდევი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ ვებ გვერდზე www.rda.gov.ge.
გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე ან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან განაცხადში მითითებულ ელ .ფოსტაზე.
არა. აღჭურვილობის შეძენის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს.
წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ეტიკეტირების, დამჭრელი, დოზირების, დამფასოებელი, ჩამოსასხმელი, თარიღატორი)
სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო ნებისმიერი სისტემის/სტანდარტის, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების;
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ძირითადი საშუალების კომპონენტში ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 20 000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით, ხოლო მექანიზაციის ქვეკომპონენტში 7000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მიწის ფართობის შეძენა.
დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებს.
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ძირითადი საშუალებების დაფინანსებისთვის. მესაქონლეობის ფერმის გაფართოების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ფერმის სტანდარტები,ხოლო შესაძენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იდენტიფიცირებული უნდა იყოს სურსათის უვნებლობის სააგენტოში.
ძირითადი საშუალებების დაფინანსებისას ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან განხორციელდება სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით არა უმეტეს 66 თვის ვადით, ლიზინგის შემთხვევაში დაფინანსებისას მაქსიმუმ 12%-ისა ოდენობით არა უმეტეს 66 თვის ვადით, ხოლო აწარმოე საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწილის შემთხვევაში 10 %-ის ოდენობით, არაუმეტეს 24 თვის ვადით, თავის პროცენტულ თანამონაწილეობას სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად მსესხებლის პარალელურად.
დიახ, შესაძლებელია ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტით და შეღავათიანი აგროლიზინგით ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება თუ ლიზინგისა და სესხის ჯამი არ აღემატება 1 500 000 ლარს.
დიახ, შესაძლებელია პარალელური სესხების გაცემა თუ მათი ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.
დიახ, შესაძლებელია მიმდინარე პროექტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ფარგლებში სოკოს სასათბურე მეურნეობის დაფინანსება.
შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სალიზინგო კომპანია, თიბისი ლიზინგი და ბიეიჩელ ლიზინგი.
.
ყოველი ახალი, არარეფირანსირებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა ხორციელდება სააგენტოს მიერ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკი ახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100 %-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.
დიახ, შესაძლებელია თუ სესხი გაცემულია მიმდინარე პროექტის ფარგლებში და აღნიშნული მიზნობრიობა კვლავ ფინასდება.
ამ ეტაპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ძირითადი საშუალებების კოპონენტით, მექანიზაციის ქვეკომპონენტით, ლიზინგით, ლიზინგის მექანიზაციის ქვეკომპონენტით და აწარმოე საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწილით პარალელურად, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში.
2015 წლის 1 იანვრიდან კერძო სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია. ასეთი ტიპის სესხის რეფირანსირება შესაძლებელი იყო 2015 წლის 1 იანვრამდე.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა/რემონტი/აღჭურვა.
იმ შემთხვევაში, თუ მიწა საერთოდ არ არის რეგისტრირებული, პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარმოადგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას(კერძოდ, ცნობას მიწის კატეგორიის შესახებ და აზომვით ნახაზებს (როგორც ბეჭდურს, ასევე დისკზე), რის შემდეგაც სააგენტო მიმართავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის რეგისტრირების თაობაზე. თუ მიწა არის რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.
სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა-ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს თანადაფინანსების მისაღებად საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 5 ჰა და არაუმეტეს 50 ჰა ჩაის პლანტაცია.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა განცხადებით უნდა მიმართოს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.
იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია არის პოტენციური ბენეფიციარის ან სახელმწიფოს საკუთრებაში, პოტენციური ბენეფიციარი მიმართავს შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრს (ანასეული) და წარუდგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას.
პროგრამის ბენეფიციარი საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში დაფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, იჯარის შემთხვევაში-70%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში-80% და იჯარით ფლობის შემთხვევაში- 90%.
პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის რიგითობა განისაზღვრება სოფლის განვითარბის სააგენტოში მეწარმე სუბიექტების მიერ განაცხადის (თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად) სრულყოფილად წარმოდგენის თარიღით.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარმოდგენიდან 12 თვის ვადაში.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობას იღებს საქართველოში ლიცენზირებული 8 სადაზღვევო კომპანია: ალდაგი,სადაზღვევო კომპანია პრაიმი,სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია,არდი,ალფა,თიბისი დაზღვევა,ნიუ ვიჟენ დაზღვევა,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში - არა უმეტეს 30 ჰა. შესაბამისად, 10 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის ფლობისას სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა 5 ჰა ფართობისთვის.
მოსავლის დასაზღვევად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს.
მიწის ნაკვეთს უნდა გააჩნდეს საკადასტრო კოდი.
- ხილი − დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ს დიამეტრში, გარდა ბლის, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ს დიამეტრში;
- კენკრა − მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრადგარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე;
- ყურძენი − გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია).
აგროდაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება დაზღვევის ობიექტისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება: სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა, რომელიც არ არის მითითებული დასაზღვევ კულტურათა ჩამონათვალში, მოხდება პროგრამაში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიასა და სააგენტოს შორის შეთანხმებით.
მოვლენის დადგომისას ბენეფიციარი ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სადაზღვევო კომპანიას ან სამინისტროს ცხელ ხაზს 24 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელ. ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი.
ვაზის გარდა ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სააგენტოს თანამონაწილეობა არის 70%, ვაზის შემთხვევაში კი 50%.
ბენეფიციარის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში. ამასთან, ერთი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) სადაზღვევო კომპანიის დაზღვეული ნაკვეთების 51% დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადა გაგრძელდეს არა უმეტეს 30 კალენდარულ დღემდე.
მოსავლის აღების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კულტურის საშუალო საბაზრო ფასის დადგენიდან 15 სამუშაო დღეში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციართან გააფორმოს ანაზღაურების აქტი, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღეში.
განაცხადის შესავსებად პოტენციური ბენეფიციარი/უფლებამოსილი პირი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე. (www.rda.gov.ge) რეგისტრაცია ხორციელდება აუცილებელი ველების შევსების შემდგომ.
განაცხადის შესაძლებელია წარმოადგინოს დირექტორმა/თავმჯდომარემ (კოოპერატივის შემთხვევაში) ან პროექტში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა სხვა პირმა.
არა, არ არის სავალდებულო წარმოადგინოთ განახლებული ამონაწერი. ამონაწერის მიხედვით იდენტიფიცირებადი უნდა იყოს მიწის მესაკუთრე, მიწის ფართობი უნდ იყოს დაზუსტებული და არ უნდა ედოს ყადაღა.
გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე ან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
თქვენ შეგიძლიათ ხარვეზის გამოსწორების შემდგომ ხელახლა წარადგინოთ სააგენტოში განაცხადი შესაბამისი დოკუმენტაციით.
ტრეინინგებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
პროგრამის კომპონენტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.
პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
თანხის არსებობის დადასტურება არ მოითხოვება.
ნერგი უნდა შეიძინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობიდან ან ნერგის იმპორტის გზით.
თანხის არსებობა დასტურდება ცნობით ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.
სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.