ვის შეუძლია პროექტში მიიღოს მონაწილეობა?
მიმდინარე პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს(გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.
სად და როგორი ფორმით უნდა წარვადგინო განაცხადი?
www.rda.gov.ge-დან უნდა ჩამოტვირთოთ ტექნიკური დახმარების განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი წარადგინოთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში/რეგიონალურ სამსახურში.
განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თანმდევი დოკუმენტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში/რეგიონალურ სამსახურში. თანმდევი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ ვებ გვერდზე www.rda.gov.ge.
განაცხადზე გადაწყვეტილება რა ფორმით მეცნობება?
გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე ან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან განაცხადში მითითებულ ელ .ფოსტაზე.
შპს-ს შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა აღჭურვილობის შეძენაზე განაცხადის გაკეთება?
არა. აღჭურვილობის შეძენის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს.
რა იგულისხმება აღჭურვილობაში?
წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ეტიკეტირების, დამჭრელი, დოზირების, დამფასოებელი, ჩამოსასხმელი, თარიღატორი)
სურსათის უვნებლობის რომელი სისტემის/სტანდარტის დანერგვა შემიძლია?
სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო ნებისმიერი სისტემის/სტანდარტის, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების;