- ვის შეუძლია პროექტში მიიღოს მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ/იურიდიულ პირს.
- დაფინანსდება თუ არა ტექნიკის ნაწილები?
პროგრამის ფარგლებში, ტექნიკის ნაწილები არ ფინანსდება.
- სად და როგორი ფორმით უნდა წარვადგინო განაცხადი?
განაცხადების წარმოდგენა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით.
- განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
განაცხადთან ერთად დოკუმენტების წარმოდგენა არ არის საჭირო.
- როდის უნდა წარმოვადგინო დოკუმენტები?
განაცხადის შემოტანიდან 5 დღის განმავლობაში ვალდებული ხართ, ვებგვერდის საშუალებით ატვირთოთ დოკუმენტები.
- რომელი დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
- განაცხადზე გადაწყვეტილება რა ფორმით მეცნობება?
გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე, პირად ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ.
- როდის არის განაცხადების შემოტანა შესაძლებელი?
განაცხადების მიღების დრო განთავსებულია ვებგვერდზე.
- როდის სრულდება განაცხადების მიღება?
განაცხადების მიღება სრულდება პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ.
- როგორ უნდა მოვიქცე განაცხადის უარყოფის შემთხვევაში?
იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია პროგრამის ბიუჯეტი, შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი განაცხადი.