- სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის იჯარით აღების სურვილის შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს ბენეფიციარმა ?იმ შემთხვევაში, თუ მიწა საერთოდ არ არის რეგისტრირებული, პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარმოადგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას(კერძოდ, ცნობას მიწის კატეგორიის შესახებ და აზომვით ნახაზებს (როგორც ბეჭდურს, ასევე დისკზე), რის შემდეგაც სააგენტო მიმართავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის რეგისტრირების თაობაზე. თუ მიწა არის რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.
- რამდენ ჰექტარზე გაშენებულ სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციას უნდა ფლობდეს პოტენციური ბენეფიციარი იმისათვის , რომ შეძლოს პროგრამაში მონაწილეობის მიღება?სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა-ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს თანადაფინანსების მისაღებად საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 5 ჰა და არაუმეტეს 50 ჰა ჩაის პლანტაცია.
- ვის უნდა მივმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა განცხადებით უნდა მიმართოს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.
- მსურს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის ანალიზის გაკეთება და ვის უნდა მივმართო?იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია არის პოტენციური ბენეფიციარის ან სახელმწიფოს საკუთრებაში, პოტენციური ბენეფიციარი მიმართავს შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრს (ანასეული) და წარუდგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას.
- რა პირობებით ხდება დაფინანსების მიღება?პროგრამის ბენეფიციარი საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში დაფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, იჯარის შემთხვევაში-70%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში-80% და იჯარით ფლობის შემთხვევაში- 90%.
- რა ვადებში ხორციელდება განაცხადების განხილვა?
პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის რიგითობა განისაზღვრება სოფლის განვითარების სააგენტოში მეწარმე სუბიექტების მიერ განაცხადის (თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად) სრულყოფილად წარმოდგენის თარიღით.
- რა უპირატესობით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები?სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარმოდგენიდან 12 თვის ვადაში.