- ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ/იურიდიულ პირს.
- რა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსებას ითვალისწინებს პროგრამა?
პროგრამა ითვალისწინებს მარცვლეულის ამღები კომბაინისა და ნებისმიერი კულტურის (გარდა ყურძნისა) მოსავლის ამღები ტექნიკის, როგორც თვითმავალის ასევე მისაბმელის ტიპის თანადაფინანსებას.
- დაფინანსდება თუ არა ტექნიკის ნაწილები?
პროგრამის ფარგლებში, ტექნიკის ნაწილები არ ფინანსდება.
- სად და როგორი ფორმით უნდა წარვადგინო განაცხადი?
განაცხადების წარმოდგენა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით.
- განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
- განაცხადზე გადაწყვეტილება რა ფორმით მეცნობება?
გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე, პირად ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ.
- როდის არის განაცხადების შემოტანა შესაძლებელი?
განაცხადების მიღების დრო განთავსებულია ვებგვერდზე.
- როდის სრულდება განაცხადების მიღება?
განაცხადების მიღება სრულდება შესაბამისი ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ.
- განაცხადის უარყოფის შემთხვევაში როგორ ვიქცევი?
იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია პროგრამის ბიუჯეტი, შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი განაცხადი.