სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.

პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარისა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივარი/მაცივრები.

პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...