22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 1,076,500 ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობის ქვეკომპონენტი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს სულ რამდენიმე დღის წინ დაემატა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფერმერების მხრიდან პროგრამის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 1,076,500 ლარის ღირებულების სესხებია გაცემული. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით ქვეკომპონენტი ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით გასულ კვირას ამოქმედდა.

სოფლის განვითარების სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს, წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს, ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

პროექტით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12...
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის დ_სნეილლენდი ლოკოკინის ფერმა გასულ წელს...
22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

სოფლის განვითარების სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის...
პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“   ახალი მიზნობრიობა,  ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების...
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი  ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტში, კომბინირებული საკვების საწარმო სახელმწიფოს ფინანსური...