სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტში, კომბინირებული საკვების საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. შპს აგროვიტა კვება და ტექნოლოგია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც, ჯამურად, 570,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228,000 ლარია, 285,600 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო შეიქმნა, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეძლო ბენეფიციარმა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით, შეღავათიანი აგროკრედიტისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით, ახალი საწარმოს შექმნა, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

შიდა ქართლის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ახალი საწარმო გაიხსნა.

სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდამჭერ პროგრამებს. სოფლის განვითარების სააგენტო არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლად მაცხოვრებლებისათვის, რომ სოფლად საქმიანობა წარმატებულად განავითარონ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12...
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის დ_სნეილლენდი ლოკოკინის ფერმა გასულ წელს...
22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

სოფლის განვითარების სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის...
22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 1,076,500 ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 1,076,500 ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით...
პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“   ახალი მიზნობრიობა,  ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების...