სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა.  პროგრამის  ბიუჯეტი  35 მლნ  ლარია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  აგროქულები 100 ათასზე მეტ  ფერმერს უკვე დაერიცხა. 1,200-ზე  მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარება უკვე გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა. 

პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება.  აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. 

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება. 

ფერმერთა საყურადღებოდ!

აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, გადაამოწმეთ  ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიეთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

პროგრამაში მონაწილეობისა და  დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა  (1501) და ლიბერთი ბანკის  ცხელი ხაზის (2 55 55 00)  მეშვეობით.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...