ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შენჭენში  გამართულ   საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN   ქართული  ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ  წარადგინა პროდუქცია

„უკვე მეორე წელია, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელი ქართულ პროდუქციას ეცნობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართველ მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პრესტიჟული გამოფენების სტუმრებს, რაც მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და შემდგომ აქტიური სავაჭრო კავშირების დასამყარებლად.  პოტენციურ პარტნიორებთან გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინებს გვიქმნის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ურუშაძემ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN  დასწრებისას.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს აჩინებული, შპს ჰობი, შპს ნათს ინქორფორეითიდ, შპს მეღვინეობა ჩელთი, შპს როიალ ნათსი, შპს წინანდალი პლიუსი, შპს წყალი მარგებელი და სს თელიანი ველი.  კომპანიებს წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული  წარმოების თხილი, ღვინო, წყალი, ნატურალური წვენები და თაფლი.

2025 წელს გამოფენაში  SIAL SHENZHEN მონაწილეობა მიიღო  1,500-ზე მეტმა კომპანიამ 50-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენას 67,000-ზე მეტი დამთვალიერებელი ესწრებოდა.

აღსანიშნავია,  გამოფენები „SIAL“  გარდა შენჭენისა (SHENZHEN),  ტარდება  პარიზში, მონრეალში, ტორონტოში, შანხაიში,  ნიუ დელში, კუალა ლუმპურსა  და ჯაკარტაში.  

საერთაშორისო გამოფენა 1-3 სექტემბერს მიმდინარეობდა. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...