წყალტუბოს რაიონში მდებარე ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება

შპს რენეგეიდ თი პროგრამა ქართული ჩაის ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა ქართული ჩაის მენეჯერი ლევან უროტაძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოს რაიონში დაფინანსებულ კომპანიას ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. შპს რენეგეიდ თი პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო და 16 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 48,000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღსანიშნავია რომ აღნიშნული კომპანია ასევე ქათული ჩაის პროგრამის ფარგლებში აპირებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინოს ტყიბულის რაიონში 15 ჰექტარზე. პროგრამა ქართული ჩაის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 739 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1,864,046 ლარი, საიდანაც 1,315,992 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა ქართული ჩაი 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით,  რომელსაც...
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...