სააგენტო აცხადებს მომსახურების შესყიდვას (სუბსიდირების გზით) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების ბიზნეს-გეგმების შედგენაზე

სააგენტო აგრძელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების მოპოვებისთვის ბენეფიციარებმა სააგენტოს უნდა წარუდგინონ შესაბამისი ბიზნეს-გეგმა. სააგენტო ხელს შეუწყობს პოტენციურ ბენეფიციარებს ბიზნეს-გეგმების შედგენაში. სააგენტო დაიქირავებს კომპეტენტურ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (კონსულტანტი) ასეთი ბიზნეს-გეგმების შესადგენად. კონსულტანტი შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკურ პირს, ფიზიკურ პირთა ჯგუფს, ან იურიდიულ პირს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, სადაც უნდა მიეთითოს კონსულტანტის იურიდიული სტატუსი, პროექტში მონაწილე პირის (ან პირთა) დეტალური CV (ა. უმაღლესი განათლება; ბ. სამუშაო გამოცდილება კონსულტირებაში, მათ შორის აგრარულ სფეროში; გ. სამუშაო გამოცდილება ბიზნეს-გეგმების მომზადებაში, მათ შორის აგრარულ სფეროში; დ. დამატებითი კვალიფიკაცია; ე. კომპიუტერული უნარ-ჩვევები), კონსულტანტის მსგავსი გამოცდილების (ბიზნეს-გეგმების შედგენა) მოკლე აღწერა და ბიზნეს-გეგმების მომზადების სავარაუდო ფასები დანართ 1-ში მითითებული ცხრილის მიხედვით. წარმოდგენილი განაცხადებიდან სააგენტო შეარჩევს რამოდენიმე კონსულტანტს. პროექტში მონაწილე პირები უნდა აკმაყოფილებდენ შემდეგ მოთხოვნებს: უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან მონათესავე დარგში; მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს-კონსალტინგში, კორპორატიულ დაკრედიტებაში, ან საწარმოს ზედა რგოლის მენეჯმენტში (უპირატესია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოს მენეჯერული გამოცდილება); ბიზნეს-გეგმების შედგენის პრაქტიკული გამოცდილება. შერჩეულ კონსულტანტებთან სააგენტო გამართავს ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ხელშეკრულების (ბიზნეს-გეგმის მომზადების შესახებ) პირობებზე. კონსულტანტის მიერ შედგენილი ბიზნეს-გეგმა უნდა შეიცავდეს, მაგრამ შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს დანართ 2-ში მითითებული საკითხებით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და მითითებული საბუთები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: elene.surguladze@apma.ge არაუგვიანეს 20.01.2017. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ - Consultant".

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...