სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღები 10,000-მდე ჰექტარს შეადგენს

მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს; მათ შორის, 3,000 ჰა კაკლის ბაღია, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროგრამის დანერგე მომავალი ბენეფიციარის, ბაბეკ ნიაზოვის კაკლის ბაღში იმყოფებოდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზემო არქევანში, პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში, ფერმერმა ბაბეკ ნიაზოვმა კაკლის ბაღი გააშენა. 4 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენების და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ფერმერმა 16,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, მათ შორის, 10,000 ლარზე მეტი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი - წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს ბაბეკ ნიაზოვი პირველ მოსავალს, 5 ტონა კაკალს ელოდება. ბაღში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილის, კახა კობერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.

პროგრამას დანერგე მომავალი სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყოფს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...