შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი გაშენდა

ასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, სახელმწიფო პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში, კოოპერატივმა დოესმა ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, რკ დოესის ბაღი მოინახულა, რომელიც პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 20 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 97,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 40,000 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 57,000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, კოოპერატივი დოესი კიდევ ერთი სახელმწიფო პროექტის, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარია, პროექტის ფარგლებში მეპაიეებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ღირებულების 40% სახელმწიფო თანდაფინანსებაა და შეადგენს 19,950 ლარს. საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6,773 ჰექტარზე, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა 36.5 მილიონ ლარს აღემატება.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...