სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, პროექტის დანერგე მომავალი ბენეფიციარმა, ხვთისო ჭინჭარაულმა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მდებარეობს. პროექტის დანერგე მომავალი მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხვთისო ჭინჭარაულის ვაშლისა და ხურმის ბაღი დაათვალიერა.ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4 531 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 23 561 278 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1 517 ჰა მიწის ფართობზე.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებულ ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებულ ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება...