თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ზუგდიდში

სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში კომპანია ნათინვესტის თხილის გადამამუშვებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს და თხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. კომპანია ნათინვესტის თხილის გადამამუშვებელი საწარმო დამტვრეული, დაკალიბრებული და გამშრალი თხილის წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 50 ადამიანი დასაქმებულია. კომპანია წლიურად 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას გეგმავს. პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდება. აღნიშნული საწარმო 2015 წლის აგვისტოში აშენდა. კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 430,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 172 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 215 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს წარმატებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შეღავატიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 600-ზე მეტი მოქმედი და 147 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...