ტრეინინგი პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებისთვის
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამაში დანერგე მომავალი მონაწილეების გადამზადების მეხუთე ეტაპი დაასრულა. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების სავალდებულო ტრეინინგი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სანერგე მეურნეობაში ჩაუტარდათ, პროგრამაში მონაწილე 18 ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებებით გადამზადდნენ: გაშენებულ ბაღში ნერგების ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM, ბაღის მორწყვის და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები.
ბენეფიციარებს უფასო კურსი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის კვლევითი სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა ჩაუტარა. გადამზადების მიზანია, ბენეფიციარებმა შეისწავლონ თანამედროვე ინტენსიური და ნახევრადინტენსიური მრავალწლიანი კულტურის ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების რეგულარულად გადაამზადებას უზრუნველყოფს. ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დანერგე მომავალის პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. დაწყებიდან დღემდე პროექტის ფარგლებში სულ 849 განაცხადი დამტკიცდა. პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4,289 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 186 339 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "აწარმოე საქართველოში - ბიზნესის" ფარგლებში ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.